მედიის ინფორმაციით, პარიზის ჩრდილოეთით, მეჩეთში მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა
მედიის ინფორმაციით, პარიზის ჩრდილოეთით, მეჩეთში მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

პარიზის ჩრდილოეთით, მეჩეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩაფხუტიანი მამაკაცი მეჩეთში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

დაშავებულია 32 წლის მამაკაცი, რომელიც მრავლობითი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი პარიზის მე-19 ადმინისტრაციულ ოლქში, რუ დე ტანჟერის მეჩეთში მოხდა. აღნიშნული ტერიტორია საფრანგეთის დედაქალაქის რელიგიური და კულტურული ნაწილია.

თავდასხმის დროს მეჩეთში 15-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შეიარაღებული მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან სკუტერით გაიქცა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.