მედიის ინფორმაციით, პალესტინელთა წარმომადგენლები ღაზას სექტორის რეკონსტრუქციაზე მოლაპარაკებებისთვის ეგვიპტეს ეწვევიან
მედიის ინფორმაციით, პალესტინელთა წარმომადგენლები ღაზას სექტორის რეკონსტრუქციაზე მოლაპარაკებებისთვის ეგვიპტეს ეწვევიან

პალესტინელთა წარმომადგენლები ღაზას სექტორის რეკონსტრუქციაზე მოლაპარაკებების გასამართად დღეს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ჩავლენ.

„დელეგაცია გააგრძელებს შეხვედრებს, რომელიც მანამდე დაიწყო ეგვიპტელ ოფიციალურ პირებთან, ღაზას სექტორის რეკონსტრუქციის მექანიზმების შემუშავების თაობაზე“, – განაცხადა პალესტინელთა წარმომადგენელმა მაჯდი ალ-სალემ.

მიმდინარე წლის მაისში, ისრაელ-პალესტინელებს შორის მომხდარი 11-დღიანი დაპირისპირების დროს, ღაზას სექტორში 1 447 საცხოვრებელი სახლი და კიდევ 205 ერთეული შენობა სრულად განადგურდა, ხოლო 13 000 ერთეული სახლი ნაწილობრივ დაზიანდა.

არსებული მონაცემებით, ისრაელის მხრიდან განხორციელებული დაბომბვების შედეგად, დაიღუპა 289 პალესტინელი, ხოლო საპასუხოდ ღაზას სექტორიდან დაწყებულ სარაკეტო შეტევებს 12 ისრაელელი ემსხვერპლა. მხარეთა შორის ზავის ხელშეკრულება 21 მაისს, ეგვიპტის შუამავლობით გაფორმდა.