მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 შემთხვევა დაფიქსირდა
მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 173 პირს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 18-ს დაუდასტურდა.

მათივე ინფორმაციით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 92 ინფიცირებული, მათ შორის 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15292 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 589 გამოჯანმრთელდა, 230 პაციენტი კი გარდაიცვალა.