მედიის ინფორმაციით, ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 20 ადამიანი გაიტაცეს
მედიის ინფორმაციით, ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 20 ადამიანი გაიტაცეს

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში, სოკოტოს შტატში შეიარაღებულმა პირებმა 20 ადამიანი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ყველა მათგანი ერთი დასახლების მკვიდრია. თავდამსხმელებმა ასევე გაიტაცეს პირუტყვი და საკვები მარაგები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფებები ხშირად სკოლებს ესხმიან თავს და მოსწავლეებს იტაცებენ, ისევე როგორც არ ერიდებიან დასახლებებში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეებისა და მოგზაურების გატაცებას.