მედიის ინფორმაციით, ნატო-ში გაწევრიანების განაცხადზე გადაწყვეტილებას ფინეთი ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს, შვედეთი კი 17 მაისს გეგმავს განაცხადის წარდგენას
მედიის ცნობით, ნატო-ში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფინეთი ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს, შვედეთი კი 17 მაისს წარადგენს განაცხადს.
კერძოდ, „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, საული ნიინისტო და პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი წევრობის მოთხოვნის შესახებ ჰელსინკის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ფინეთის დროით 13:00 საათზე, პრესკონფერენციაზე გამოაცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო საბჭოს სხდომის შემდეგ, პარლამენტს წევრობის წინადადებას სავარაუდოდ 16 მაისს წარუდგენენ.
შვედური მედიის ცნობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წარიმართება, ქვეყანა ნატო-ში განაცხადის შეტანას 17 მაისს გეგმავს, მაგრამ ყველაფერი ფინეთზეა დამოკიდებული.