მედიის ინფორმაციით, მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა 10 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართება

09:38, 09.12.2019

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს 10 დეკემბერს ვაშინგტონში შეხვდებიან. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს .

გავრცელებული ვერსიით, დიპლომატების საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, უკრაინა, სირია, ირანი და ჩრდილოეთ კორეის საკითხი იქნება.

სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში ბოლოს 2017 წელს იმყოფებოდა.

მსგავსი