მედიის ინფორმაციით, კომპანია „პფაიზერი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადს დღეს შეიტანს
მედიის ინფორმაციით, კომპანია „პფაიზერი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადს დღეს შეიტანს

კომპანია „პფაიზერი“ საგანგებო შემთხვევებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებისთვის ავტორიზაციაზე განაცხადს დღეს შეიტანს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„პფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების უფლებასმოსილება აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ უნდა გასცეს. „პფაიზერის“და გერმანული კომპანია „ბიოენტექის“ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია და სერიოზული გვერდითი მაჩვენებლები არ აქვს.

ასევე, ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინა ერთნაირად ეფექტურია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაქცინის დოზების დისტრიბუციას ავტორიზაციის მიღების დღესვე დაიწყებენ. „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმნისიტრაცია „პფაიზერის“ ვაქცინის ავტორიზაციის განხილვას 8 დეკემბრისთვის გეგმავს.