მედიის ინფორმაციით, კარენ კარაპეტიანი სომხეთში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში „რესპუბლიკური პარტიის“ ბრალეულობას აღიარებს

20:48, 27.04.2018

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი სომხეთში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ ბრალეულობას აღიარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო News.am ავრცელებს.

„არ ვმალავთ, რომ ჩვენ ნაწილობრივ, შესაძლოა მეტადაც კი, დამნაშავეები ვართ იმაში, რომ ასეთი ატმოსფერო შეიქმნა, დაგროვდა ამდენი სოციალური პრობლემა, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი დიალოგის გზითა და შეცდომების აღიარებით უნდა ვიპოვოთ“, – განაცხადა კარენ კარაპეტიანმა.

მსგავსი