მედიის ინფორმაციით, კანადის პარლამენტში უკრაინელი ნაცისტის მიწვევას კანადის პრემიერ-მინისტრმა უკიდურესად უხერხული ფაქტი უწოდა
მედიის ინფორმაციით, კანადის პარლამენტში უკრაინელი ნაცისტის მიწვევას კანადის პრემიერ-მინისტრმა უკიდურესად უხერხული ფაქტი უწოდა

მედიის ინფორმაციით, კანადის პარლამენტში უკრაინელი ნაცისტის მიწვევას კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკიდურესად უხერხული ფაქტი უწოდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. ეს არის ის, რაც უკიდურესად უხერხულია კანადის პარლამენტისთვის და, საერთოდ, ყველა კანადელისთვის“, – განაცხადა კანადის მთავრობის ხელმძღვანელმა.

როგორც მედია წერს, 98 წლის იაროსლავ ჰუნკას ვიზიტს პარლამენტში დეპუტატების ტაში მოჰყვა მას შემდეგ, რაც თემთა პალატის სპიკერმა, ენტონი როტამ მას გმირი უწოდა. ეს ფაქტი კანადაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მოხდა. მოგვიანებით, ენტონი როტამ ბოდიში მოიხადა.

სპიკერის განცხადების საპასუხოდ, კანადელ ებრალთა ჯგუფმა, „ისრაელისა და ებრაულ საქმეთა ცენტრმა“ განაცხადა, რომ „სათანადო შემოწმება აუცილებელია იმისათვის, რომ ასეთი მიუღებელი ინციდენტი აღარ განმეორდეს“.

მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ ჰუნკა მე-14 ვაფენ-ესეს-ის გრენადიერთა დივიზიაში მსახურობდა, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც გალიციის დივიზია. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა. დასავლური მედია წერს, რომ დივიზიის წევრებს ბრალად ედებოდათ პოლონელი და ებრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, თუმცა დანაყოფი ტრიბუნალს არცერთ სამხედრო დანაშაულში არ უცნია დამნაშავედ. დანაყოფს ეწოდა პირველი უკრაინული დივიზია, ვიდრე 1945 წელს მოკავშირეებს ჩაბარდებოდა.