მედიის ინფორმაციით, კანადა უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს
მედიის ინფორმაციით, კანადა უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს

კანადა უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, უკრაინა კანადისგან ტანკებს უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს.

„ეს ტანკები, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მათ გმირულ ბრძოლაში“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა.

მინისტრის თქმით, „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკები უკრაინას საშუალებას მისცემს, მეტი ტერიტორია გაათავისუფლოს და დაიცვას საკუთარი მოქალაქეები რუსეთის აგრესიისგან.