მედიის ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს
მედიის ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს

ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს. ინფორმაციას „ეიბისი“ ავრცელებს. ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა ბრედ რაფენსპერგერმა და გუბერნატრმა ბრაინ კემპმა არჩევნების შედეგები საბოლოოდ დაამტკიცეს, რითაც ბაიდენმა ოფიციალურად მიიღო საარჩევნო კოლეგიის 16 ხმა.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების მოთხოვნით, ბიულეტენები სულ 159 ოლქში გადათვალეს. შედეგად, ტრამპმა 2 462 857 ხმა მიიღო, ხოლო ბაიდენმა – 2 475 141.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი დასახელდა.

დატოვე კომენტარი