მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ავსტრალიაში აშშ-ის ელჩად შესაძლოა, ჯონ კენედის ქალიშვილი დაასახელოს
მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ავსტრალიაში აშშ-ის ელჩად შესაძლოა, ჯონ კენედის ქალიშვილი დაასახელოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავსტრალიაში ელჩის პოზიციაზე სავარაუდოდ ჯონ კენედის ქალიშვილს, ქეროლინ კენედის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ქეროლინ კენედის დიპლომატად მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი 2013-2017 წლებში, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ქეროლინ იაპონიაში შეერთებული შტატების ელჩის პოსტს უკვე იკავებდა.