მედიის ინფორმაციით, ჯინა ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე უარის თქმას აპირებდა
მედიის ინფორმაციით, ჯინა ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე უარის თქმას აპირებდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი ჯინა ჰასპელი შეთავაზებულ თანამდებობზე უარის თქმას აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი და სააგენტო Reuters-ი ავრცელებენ.

როგორც გამოცემა წერს, პარასკევს, 4 მაისს ჯინა ჰასპელმა თეთრ სახლს სთხოვა, უარი ეთქვათ სადაზვერვო უწყების დირექტორის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენაზე. მედიის ცნობით, ამგვარად ჰასპელს სურს თავიდან აიცილოს, აშშ-ის სენატში სააგენტოს დაკითხვის მეთოდების შესახებ დასმული შეკითხვები.

სენატში მისი კანდიდატურის განხილვა 9 მაისს არის დაგეგმილი.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წელს ჰასპელი ტაილანდში საიდუმლო ციხეს ხელმძღვანელობდა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ დაკითხვის დროს წამებას მიმართავდნენ.ჰასპელს ამვარი დაკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერების განადგურებაშიც ადანაშაულებენ.

ჯინა ჰასპელი ცენტრალური სადავზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობის კანდიდატად მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ დაასახელეს.