მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ ლიბანის საჰაერო სივრციდან სირიის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა

10:46, 25.12.2020

ისრაელის ავიაციამ ლიბანის საჰაერო სივრციდან სირიის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა.

ამის შესახებ სირიული მედია იუწყება.

გავრცელებული ცნობით, იერიში ჰამას პროვინციაში მისიაფის მიმართულებით განხორციელდა.

როგორც მედია იუწყება, სირიის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა დარტყმების ნაწილი გააუვნებელყო.

მსგავსი