მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ სირიაში სხვადასხვა ადგილას განთავსებული სარაკეტო სისტემები დაბომბა
მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ სირიაში სხვადასხვა ადგილას განთავსებული სარაკეტო სისტემები დაბომბა

ისრაელის არმიამ სირიაში სხვადასხვა ადგილას განთავსებული სარაკეტო სისტემები დაბომბა. ისრაელში აცხადებენ, რომ სამიზნე გახდა ის ადგილები, საიდანაც გოლანის მაღლობების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

სირიის არმიის კომპლექსის, სამხედრო სარადარო სისტემებისა და საარტილერიო პუნქტების წინააღმდეგ ისრაელის სამხედროებმა არტილერია და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს. სირიის სახელმწიფო მედიამ დედაქალაქ დამასკოს მახლობლად აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გავრცელებული ცნობით, გოლანის მაღლობების სამხრეთით სამი რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ორი დაუსახლებელ ადგილას დაეცა, მესამე კი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა.

სარაკეტო იერიში მოჰყვა ინციდენტს, რომლის დროსაც ისრაელის უსაფრთხოების ძალები ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში შეიჭრნენ და მუსლიმი მლოცველები გარეთ იძულებით გაიყვანეს.