მედიის ინფორმაციით, ირანში სკოლის მოსწავლე გოგონების მასობრივ მოწამვლასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს
მედიის ინფორმაციით, ირანში სკოლის მოსწავლე გოგონების მასობრივ მოწამვლასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ირანში სკოლის მოსწავლე გოგონების მასობრივ მოწამვლასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის სადაზვერვო სააგენტოებმა სპეცოპერაცია ქვეყნის ექვს რეგიონში ჩაატარეს.

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მოქმედ დისიდენტურ ირანულ მედიასთან და ასევე მონაწილეობდნენ საპროტესტო გამოსვლებში.

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სკოლაში მომწამვლელი ნივთიერებების მისატანად საკუთარი შვილი გამოიყენა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მოწამვლა შეიძლება განხორციელდა რელიგიური ჯგუფების მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გოგონების განათლებას. როგორც ცნობილია, დაზარალებულ მოსწავლეებს სუნთქვის უკმარისობა, გულისრევა და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.

გასული წლის ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული, მოწამვლის შედეგად ქვეყნის 25 პროვინციაში, 230-მდე სკოლაში 5 000-ზე მეტი მოსწავლე დაზარალდა.