მედიის ინფორმაციით, ირანში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი, დაშავდა 50-ზე მეტი მგზავრი 

11:11, 08.06.2022

ირანის აღმოსავლეთში, ხორასანის პროვინციაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი და დაშავებულია 50-ზე მეტი მგზავრი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მედიის ინფორმაციით, მატარებელში სულ 348 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევის მიზეზი მატარებლის ექსკავატორთან შეჯახება გახდა.

მსგავსი