მედიის ინფორმაციით, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ორი არასრულწლოვანი მოკლეს
მედიის ინფორმაციით, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ორი არასრულწლოვანი მოკლეს

ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ორი არასრულწლოვანი ბიჭი მოკლეს. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ტელეკომპანიის სპარსული სამსახურის ბიუროს მოკლულთა ოჯახის წევრებმა აცნობეს. როგორც მედია იუწყება, საუბარია ცხრა და 14 წლის ბიჭებზე.

„ბიბისის“ ცნობით, მკვლელობა ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლება იზეჰში მოხდა.

ირანის სახელმწიფო მედია კი ავრცელებს ცნობას, რომ „ტერორისტულ თავდასხმას“ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ცნობებს ოპოზიცია და მოკლული ბიჭების ოჯახები არ ეთანხმებიან.

„ბიბისი“ წერს, რომ ირანში 15 ნოემბერს, საპროტესტო აქციების დროს სულ 13 ადამიანი მოკლეს. ირანში აქციები 2019 წელს საწვავის გაძვირების გამო საპროტესტო მოძრაობის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.