მედიის ინფორმაციით, ირანი ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ნავთობტერმინალს ხსნის
მედიის ინფორმაციით, ირანი ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ნავთობტერმინალს ხსნის

ირანი ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ნავთობტერმინალს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ირანის მოქმედი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანმა პირველი ნავთობტერმინალი გახსნა ომანის ყურეში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, ნავთობის ექსპორტისთვის თავიდან აიცილოს ჰორმუზის სრუტის სატრანზიტო მარშრუტის გამოყენება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რეგიონალური დაძაბულობის ეპიცენტრი იყო.

მისი თქმით, ეს ირანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ქვეყანა საკუთარი ნავთობის ექსპორტს გააგრძელებს. რუჰანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით უკვე გაიგზავნა 100 ტონა ნავთობი, რაც აშშ-ის სანქციების მარცხს ნიშნავს. მისი თქმით, ირანი დღეში ერთი მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობის ექსპორტს გეგმავს ჯასკის პორტიდან, საიდანაც გემები ნავთობის გადაზიდვას პირდაპირ არაბეთის ზღვის გავლით განახორციელებენ. ჰორმუზის ყურე ვიწრო არხია სპარსეთის ყურეში, საიდანაც ახლო აღმოსავლეთის მწარმოებლებიდან მსოფლიოს ნავთობის მეხუთედის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. სრუტე ხშირად ხდებოდა ირანსა და საპრსეთის ყურის სხვა ქვეყნებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ამასთან, ირანი აშშ-ის სანქციების საპასუხოდ სრუტის გადაკეთვითაც იმუქრებოდა.

დატოვე კომენტარი