მედიის ინფორმაციით, ინდოეთის ორ შტატს შორის კონფლიქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
მედიის ინფორმაციით, ინდოეთის ორ შტატს შორის კონფლიქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ორ შტატს შორის მომხდარ კონფლიქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ექვსი პოლიციელი და ერთი მოქალაქეა. შეტაკების შედეგად, 70-ზე მეტმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ასამის შტატის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსხვერპლი მიზორამის მხრიდან ცეცხლის გახსნას მოჰყვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე შტატის პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები ერთმანეთს ხის ხელჯოხებით ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ინდოეთის შტატებს – ასამსა და მიზორამს შორის სასაზღვრო დაძაბულობა გასული თვიდან გრძელდება, როდესაც ასამის შტატის პოლიციამ მიზორამს ტერიტორიის ხელყოფაში დასდო ბრალი და სავარაუდოდ, ლაილაპურის მთიანი ტერიტორია დაიკავა. საპასუხოდ, მიზორამის ადმინისტრაცია ასამის შტატის ხელმძღვანელობას სდებს ბრალს ტერიტორიის ხელყოფაში. ორივე შტატის წარმომადგენლები ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ამით შაჰს მოუწოდებენ, კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაერიოს.