მედიის ინფორმაციით, იაპონიის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური სტიმულირებისთვის 55,7 ტრილიონი იაპონური იენის დახარჯვას გეგმავს
მედიის ინფორმაციით, იაპონიის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური სტიმულირებისთვის 55,7 ტრილიონი იაპონური იენის დახარჯვას გეგმავს

იაპონიის ხელისუფლება გეგმავს, დახარჯოს რეკორდული 55,7 ტრილიონი იაპონური იენი (488 მილიარდი აშშ დოლარი) ქვეყნის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისთვის, რომელიც კორონავირუსული პანდემიის ზემოქმედების შემსუბუქებას ისახავს მიზნად.

აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

საერთო ჯამში, კერძო სექტორის სახსრების ჩათვლით, სამთავრობო კაბინეტის მიერ დასამტკიცებელი პაკეტის ოდენობა 78,9 ტრილიონი იაპონური იენია (691,5 მილიარდი აშშ დოლარი). ეს პაკეტი მოსალოდნელზე დიდი აღმოჩნდა, რადგან პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას მთავრობა გაზრდის ეკონომიკურ მხარდაჭერას ოჯახებისთვის და კომპანიებისთვის, რათა შეასრულოს დასახული მიზანი დოვლათის გადანაწილების თაობაზე.

დატოვე კომენტარი