მედიის ინფორმაციით, გვალვის გამო საფრანგეთის 88 დეპარტამენტში მოსახლეობა წყლის შეზღუდულად მოხმარებას დაექვემდებარა
მედიის ინფორმაციით, გვალვის გამო საფრანგეთის 88 დეპარტამენტში მოსახლეობა წყლის შეზღუდულად მოხმარებას დაექვემდებარა

გვალვის გამო საფრანგეთის 88 დეპარტამენტში მოსახლეობა წყლის შეზღუდულად მოხმარებას დაექვემდებარა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. განსაკუთრებით დაზარალდა პეი დე ლა ლუარის და პუატუ-შარენტის რეგიონი.

ფრანგული მედიის ცნობით, გვალვა რამდენიმე კვირის განმავლობაში არანორმალურად მშრალმა და ცხელმა ამინდმა გამოიწვია, ზამთარში კი მცირე ნალექებმა მოსახლეობას წყლის მარაგების შევსების საშუალება არ მისცა. ილ-დე-ფრანსის დეპარტამენტში 60 მუნიციპალიტეტი მდინარეების ორჟესა და რემარდეს აუზში პრეფექტურის ბრძანებულებით გვალვის ზონაში გამოცხადდა.

ფრანგული მედია წერს, რომ სიფრთხილის მიზნით, აღნიშნულ ზონებში აკრძალულია ბაღების დღისით მორწყვა და მოქალაქეები ამ წესებს უნდა მოერგონ.