მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვეს

13:55, 12.11.2019

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის მედიის ცნობით, 50-დან 20 რაკეტა ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ გაანადგურა.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს დილიდან განგაშის მაუწყებელი სიგნალები რამდენჯერმე ჩაირთო ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თელ-ავივში, აშოდსა და აშქელონში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, 12 ნოემბრის ღამეს, ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე. ისრაელში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა იყო, რომელიც შეტევის შედეგად ლიკვიდირებულია.

მსგავსი