მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში ისმოდა
მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში ისმოდა

ღამის განმავლობაში უკრაინაში განგაშის სიგნალი თითქმის ყველა ქალაქში ისმოდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლისა და აფეთქების ხმები ისმოდა კიევთან ახლოს მდებარე რეგიონებში, ხარკოვში, ასევე, ოდესასთან ახლოს დასახლებულ პუნქტებში.

უკრაინული მედიის ინფორმაცით, რუსული ხომალდიდან დაიბომბა ქალაქი მარიუპოლი.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.