მედიის ინფორმაციით, „გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა
მედიის ინფორმაციით, „გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა

„გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა. იტალიური მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ განცხადებას იტალიის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Eni ავრცელებს.

„გაზპრომმა“ განაცხადა, რომ Eni-ს დღეში დაახლოებით 21 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოცულობას მიაწვდის, ნაცვლად ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრის მოცულობისა“, – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც მედია აღნიშნავს, რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის სრულად შეწყვეტის შესახებ შეშფოთება იზრდება მთელ ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, სადაც აღნიშნავენ, რომ ზამთრის პერიოდი იქნება ცივი, ბნელი და ძვირი.

მედიის თქმით, ამჟამად ყველას ყურადღება მიპყრობილია „გაზპრომის“ გადაწყვეტილებისკენ, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ 10 დღის განმავლობაში წყვეტს ფუნქციონირებას.