მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ბახმუტის, ხარკოვის, კრამატორსკისა და სუმის რაიონები დაბომბეს
მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ბახმუტის, ხარკოვის, კრამატორსკისა და სუმის რაიონები დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბახმუტის რაიონზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

ამასთან, დაბომბვის შედეგად ათამდე საცხოვრებელი სახლი განადგურდა ან დაზიანდა.

რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ კრამატორსკზეც. ადგილობრივები ოთხი დიდი აფეთქების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. კრამატორსკი დილის 04:00 საათზე დაიბომბა. რაკეტები ქალაქის სხვადასხვა უბანში ჩამოვარდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვის რაიონშიც. რუსეთის არმიის ნაწილებმა რეგიონის დასახლებული პუნქტები არტილერიით დაბომბეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა სუმის რეგიონიც დაბომბეს.