მედიის ინფორმაციით, „ფეისბუქმა“ ავსტრალიელ მომხმარებლებს სიახლეების ნახვისა და გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა
მედიის ინფორმაციით, „ფეისბუქმა“ ავსტრალიელ მომხმარებლებს სიახლეების ნახვისა და გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა

„ფეისბუქმა“ ავსტრალიელ მომხმარებლებს სიახლეების ნახვისა და გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა, რამაც საკვანძო მნიშვნელობის ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობის გამო საზოგადოებაში განგაში გამოიწვია.

შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც „ბიბისი“ ავრცელებს. დაბლოკვა იმ კანონპროექტის საპასუხო ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტებისთვის თავიანთ პლატფორმებზე სიახლეების კონტენტის განთავსების გამო საფასურის გადახდას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე ავსტრალიელებისთვის ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ახალი ამბები მიუწვდომელია.

ავსტრალიის ხელისუფლებამ „ფეისბუქის“ ეს ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ქმედებით ციფრული სოციალური გიგანტების უზარმაზარი ძალა დემონსტრირდა. როგორც გუგლსა და „ფეისბუქში“ აცხადებენ, კანონი ინტერნეტის მუშაობის სპეციფიკასთან შეუსაბამოა და მათი პლატფორმების უსამართლოდ დაჯარიმებას ითვალისწინებს, რაც კომპანიებისთვის მიუღებელია. თუმცა, „ფეისბუქისგან“ განსხვავებით, გუგლმა გასულ დღეებში საფასურის გადახდის რამდენიმე ხელშეკრულებას ავსტრალიის სამ მთავარ მედიასაშალებასთან ხელი მოაწერა.