მედიის ინფორმაციით, ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით ბოლო 20 წლის მინიმუმზეა
მედიის ინფორმაციით, ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით ბოლო 20 წლის მინიმუმზეა

ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით, ბოლო 20 წლის მინიმუმზეა. დასავლური მედიის ინფორმაციით, 5 სექტემბრის დილას ევროს კურსი 0.71 პროცენტით დაეცა და ერთი ევრო 0.9883 დოლარი ღირდა.

ეს არის ევროს ყველაზე დაბალი კურსი 2002 წლის დეკემბრის შემდეგ. დასავლური მედია წერს, რომ ევროპული ვალუტა ევროპული ეკონომიკის გაურკვევლობით დაზარალდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზსადენ „ჩრდილეოთ ნაკადი 1“-ის სრული შეჩერების შესახებ განაცხადა.

როგორც მედია წერს, 2 აგვისტოს საღამოს „გაზპრომმა“ გამოაცხადა „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენზე გაზის გადატუმბვის სრული შეჩერება, სავარაუდოდ საკომპრესორო სადგურის გაუმართაობის გამო, რომელიც აგრძელებს მუშაობას.