მედიის ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტომ შესაძლოა, ოქტომბრის დასაწყისში „ფაიზერის“ მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცეს
მედიის ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტომ შესაძლოა, ოქტომბრის დასაწყისში „ფაიზერის“ მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცეს

ევროპის წამლის სააგენტომ შესაძლოა, ოქტომბრის დასაწყისში „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ მესამე დოზის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა უკვე გასცა. ე.წ. ბუსტერის გაკეთებას 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, რისკჯგუფების წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები, მასწავლებლები, მოხუცთა თავშესაფარში დასაქმებული პერსონალი შეძლებს.

6 სექტემბერს ევროპის წამლის სააგენტოში განაცხადეს, რომ კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარდგენილი მონაცემების შესწავლას გეგმავენ. სააგენტოში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის მესამე დოზის გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავდნენ, თუმცა განიხილავენ, რომ მესამე დოზა შესაძლოა, იმ ადამიანებისთვის იყოს საჭირო, ვისაც შედარებით სუსტი იმუნიტეტი აქვს.