მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა სერბეთი და მონტენეგრო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა სერბეთი და მონტენეგრო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირმა სერბეთი და მონტენეგრო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

„როიტერი“ წერს, რომ მიზეზად ორივე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევევის მატება სახელდება.

სერბეთისა და მონტენეგროს ამოღების შემთხვევაში, უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩებიან ალჟირი, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისია და ურუგვაი.

მედიის ცნობით, ევროკავშირი განახლებულ სიას ახლო მომავალში გამოაქვეყნებს.

დატოვე კომენტარი