მედიის ინფორმაციით, ევროკავშირისა და ბრიტანეთის დიპლომატებმა „ბრექსიტის“ შეთანხმებას მიაღწიეს

20:35, 14.10.2018

ევროკავშირისა და ბრიტანეთის დიპლომატებმა ე.წ. ბრექსიტის შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით გამოცემა Politico წერს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება მიღწეულ იქნა მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების დონეზე, თუმცა ბევრი დეტალი შესაძლოა, შეიცვალოს.

შეთანხმების საბოლოო პირობებზე მოლაპარაკებები გრძელდება. უთანხმოების საგნად კვლავ რჩება ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხი.

ხელშეკრულება მიზნად ისახავს ევროკავშირიდან ბრიტანეთის უსაფრთხო გასვლას, ასევე ეკონომიკური შოკების პრევენციისთვის გარდამავალ პერიოდს.

 

მსგავსი