მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის ორი მილიარდი ევროთი გაზრდას აპირებენ
მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის ორი მილიარდი ევროთი გაზრდას აპირებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის ორი მილიარდი ევროთი გაზრდას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ და „ბლუმბერგი“ ავრცელებენ.

როგორც ვარაუდობენ, „მშვიდობის ევროპული ფონდის“ გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 დეკემბერს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების დამტკიცებას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას სჭირდება. „მშვიდობის ევროპული ფონდიდან“ უკრაინას ამ დრომდე 3.1 მილიარდი ევრო აქვს მიღებული.