მედიის ცნობით, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინის საბრძოლო მარაგების შევსებისა და ბლოკის შიგნით სამხედრო წარმოების გაზრდის საკითხების განსახილველად მოლაპარაკებებს გამართავენ
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინის საბრძოლო მარაგების შევსებისა და ბლოკის შიგნით სამხედრო წარმოების გაზრდის საკითხების განსახილველად მოლაპარაკებებს გამართავენ.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ჭურვების გაგზავნის შესაძლებლობას საკუთარი მარაგებიდან, ამავდროულად ისაუბრებენ, როგორ უნდა გაზარდონ ბლოკის შიდა იარაღის წარმოების შესაძლებლობები.
დასავლური მედიის ინფორმაციით, კიევი ყოველდღიურად ათასობით „ჰაუბიცის“ ჭურვებს ისვრის და კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წევრ ქვეყნებს აქვთ საკმარისი ჭურვები, რომ უკრაინაში მიწოდება უზრუნველყონ.
უკრაინული საჭიროებიდან გამომდინარე, კიევს თვეში, სულ მცირე, 350 000 155 მმ-იანი ჭურვი დასჭირდება. აქედან გამომდინარე, ესტონეთმა დააყენა ინიციატივა, უკრაინისთვის ერთობლივად შეისყიდონ, სულ მცირე, ერთი მილიონი 155 მმ-იანი საბრძოლო ჭურვი.