მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი დღეს იმ პირთა სიას გაასაჯაროებს, რომლებსაც ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები დაუწესდებათ
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი დღეს იმ პირთა სიას გაასაჯაროებს, რომლებსაც ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები დაუწესდებათ

ევროკავშირი დღეს იმ პირების სიას გაასაჯაროებს, რომლებსაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო სანქციებს დაუწესებენ.

სასანქციო ზომები ძალაში დღეიდან შევა. გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.

როგორც გერმანული „შპიგელი“ წერს, სასანქციო სიის გასაჯაროვება გამიზნულად გაჭიანურდა, რადგან პირებს, რომლებიც სიაში ფიგურირებენ, ევროკავშირში არსებული აქტივების გადატანა ვერ მოესწროთ.

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ექვსი პირის შესახებ იუწყება. მათ შორისაა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო და მისი თანაშემწე ანდრეი იარინი ფიგურირებენ.