მედიის ინფორმაციით, ევრო 2032 თურქეთსა და იტალიაში გაიმართება #1TVSPORT
მედიის ინფორმაციით, ევრო 2032 თურქეთსა და იტალიაში გაიმართება #1TVSPORT

წამყვანი სპორტული გამოცემების ინფორმაციით, ევროპის 2032 წლის ჩემპიონატი თურქეთსა და იტალიაში ჩატარდება.

ქვეყნებმა კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს, სხვა კანდიდატი კი შესარჩევ კონკურსს არ ჰყავს.

უეფა-ს გადაწყვეტილება ევროპის 2028 და 2032 წლის ჩემპიონატების მასპინძლებთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამოცხადდება.

ევრო 2028, დიდი ალბათობით, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართება.