მედიის ინფორმაციით, ერაყში უსაფრთხოების ძალებმა 18 დემონსტრანტი მოკლეს
მედიის ინფორმაციით, ერაყში უსაფრთხოების ძალებმა 18 დემონსტრანტი მოკლეს

ერაყის ქალაქ ნასირიაში უსაფრთხოების ძალებმა 18 დემონსტრანტი მოკლეს. „ალჯაზირას“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.

დაპირისპირების შედეგად სხეულის დაზიანება 120-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ერაყის ქალაქ ნაჯაფში, ირანის საკონსულოს დაწვის შემდეგ, ერაყის სამხრეთ პროვინციებში წესრიგის აღსადგენად სამხედრო მაღალჩინოსნები გაგზავნეს.

ერაყში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და სისტემის შეცვლას ითხოვენ.

ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ, თეირანმა ბაღდადისგან „აგრესორების“ წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედება მოითხოვა.