მედიის ინფორმაციით, ერაყში, სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
მედიის ინფორმაციით, ერაყში, სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ერაყში, სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, პოლკოვნიკ უეინ მაროტოს განცხადებით, აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ისა და საერთაშორისო შეიარაღებული ძალების კონტინგენტია დისლოცირებული, სარაკეტო იერიში განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ერაყში შეიარაღებულ ძალებზე რეგულარულ თავდასხმებში აშშ ირანის მიერ მხარდაჭერილ მილიციურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.