მედიის ინფორმაციით, ექიმების თხოვნის მიუხედავად, ელისაბედ მეორე ჯირითობაზე უარის თქმას არ აპირებს
მედიის ინფორმაციით, ექიმების თხოვნის მიუხედავად, ელისაბედ მეორე ჯირითობაზე უარის თქმას არ აპირებს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე საცხენოსნო სპორტით აქტიურად იყო დაკავებული, თუმცა მას ექიმებმა საყვარელი ჰობი დროებით აუკრძალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალი სექტემბერში იძულებული გახდა, სპორტის ამ სახეობაზე უარი ეთქვა.

„დედოფალი უკიდურესად იმედგაცრუებულია, რომ სექტემბრის დასაწყისიდან ცხენით არ ჯირითობს“, – აცხადებს გამოცემა „სანის“ წყარო.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად ექიმების დაჟინებული თხოვნისა, დედოფალი სპორტის ამ სახეობაზე უარის თქმას არ აპირებს.

დატოვე კომენტარი