მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის ლიდერებს განუცხადა, რომ მათთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას ელოდება

14:17, 22.11.2020

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის ლიდერებს განუცხადა, რომ მათთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას ელოდება.

გამოცემა „გარდიანმა“ დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართვის ჩანაწერი მოიპოვა.

„დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა და ველი თქვენთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დიდი ოცეულის სამიტი წელს ვირტუალურ რეჟიმში ტარდება. მთავარი განხილვის საკითხი „კოვიდ-19“-ის პანდემია და ვაქცინის სამართლიანი დისტრიბუციის გეგმის დეტალებია.

მსგავსი