მედიის ინფორმაციით, დემოკრატიული პარტია დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყებას გეგმავს
მედიის ინფორმაციით, დემოკრატიული პარტია დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყებას გეგმავს

აშშ-ის დემოკრატიული პარტია პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყებას გეგმავს. დემოკრატები ტრამპს „ამბოხის გამწვავებაში“ სდებენ ბრალს.

„ის ნებაყოფლობით აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ლოგიკურად დაუყოვნებლივ რეალიზდებოდა უკანონო ქმედებებში კაპიტოლიუმში. პრეზიდენტის მიერ წაქეზებული ბრბო უკანონოდ შეიჭრა კაპიტოლიუმში. დაჭრეს სამართალდამცველი, დაემუქრნენ კონგრესსა და ვიცე-პრეზიდენტს“, – ნათქვამია იმპიჩმენტის დოკუმენტის ტექსტში.

ტექსტის ავტორის მტკიცებით, ტრამპმა დიდი საფრთხე შეუქმნა აშშ-სა და ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტების უსაფრთხოებას, ემუქრებოდა მმართველობის სისტემის დემოკრატიულ მთლიანობას და ასევე ჩაერია ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესში.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, დემოკრატი ნენსი პელოსის განცხადებით, თუ ტრამპი დაუყოვნებლივ არ გადადგება, მომდევნო კვირაში იმპიჩმენტის შუამდგომლობით წარდგებიან.