ჩეხეთში დააკავეს კომპანიის დირექტორი, რომელმაც უკრაინას ჩინური წარმოების დრონები შესყიდვის ფასზე 20-ჯერ ძვირად მიჰყიდა
ჩეხურმა კომპანიამ, Reactive Drone-მა უკრაინას ჩინური წარმოების დრონები შესყიდვების ფასზე 20-ჯერ ძვირად მიჰყიდა, – აღნიშნულის შესახებ ჩეხური მედიის ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი.
„ორი წლის განმავლობაში კომპანიამ დაახლოებით 36 მილიონ კრონად შეიძინა დრონები და უკრაინის არმიას 692 მილიონ კრონად მიჰყიდა“, – განუცხადა მედიას წყარომ.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კომპანიას არ სურდა მოგებიდან გადასახადის გადახდა და თანხის უმეტესი ნაწილი ჩინურ ანგარიშებზე გადარიცხა.
სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 130 მილიონ კრონას შეადგენს, რაც, სამართალდამცველების ინფორმაციით, კიდევ გაიზრდება. კომპანიის ანგარიშებიდან დაახლოებით 384 მილიონი კრონა ამოიღეს. თავად კომპანიის ხელმძღვანელი დაკავებულია.
კომპანია Reactive Drone-ის ოფიციალური სათავო ოფისი პრაღის ერთ-ერთ რაიონში, საცხოვრებელ სახლში მდებარეობს. მცხოვრებლებთაგან, რომლებიც გამოკითხეს, არცერთი იცნობს არც კომპანიის წარმომადგენელს და არც კომპანიის დასახელებას.