მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ მოკლე მანძილზე მოქმედი ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ მოკლე მანძილზე მოქმედი ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ მოკლე მანძილზე მოქმედი ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. მედიის ინფორმაციით, ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვების ფაქტს სამხრეთ კორეა და იაპონია ადასტურებენ.

მათივე ცნობით, მიმდინარე თვეში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული მეოთხე სარაკეტო გამოცდაა. სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდო ბალისტიკური რაკეტები ფხენიანის აეროპორტიდან ისროლა, რომლებმაც 42 კილომეტრის სიმაღლეზე 380 კილომეტრის მანძილზე იფრინეს.

იაპონიის მთავრობამ რაკეტების გაშვება დაგმო და ამ ფაქტს რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოების საფრთხე უწოდა.