„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაბლოკა
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაბლოკა

ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკაბები დაბლოკა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ განაცხადა, სოფია ამ ეტაპზე არ უჭერს მხარს მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან ისტორიულ საკითხებსა და ენასთან დაკავშირებით უთანხმოება კვლავ არსებობს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ბულგარეთის მთავრობას სურს მიიღოს გარანტია, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ბულგარეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ფაქტორს, ტერიტორიული პრეტენზიებისთვის არ გამოიყენებს.

ამასთან ერთად, ბულგარეთის მთავრობა ითხოვს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროს დოკუმენტებში არ იყოს ნახსენები „მაკედონიური ენა“, რადგან სოფიაში მიიჩნევენ, რომ ეს ენა ბულგარულისგან წარმოიქმნა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები მარტში შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დეკემბერში დაიწყებოდა.