მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ახლად ფორმირებული ცენტრისტული პარტია, „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ ლიდერობს
მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ახლად ფორმირებული ცენტრისტული პარტია, „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ ლიდერობს

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ახლად ფორმირებული ცენტრისტული პარტია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ ლიდერობს. ოთხი ეგზიტპოლის თანახმად, პარტიას ხმების 26 პროცენტი აქვს. ბულგარეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „გერბი“ კი 24 პროცენტით მეორე ადგილზეა.

„ბულგარეთი ახალი გზით მიდის“, – განაცხადა ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, კირილ პეტკოვმა.

პეტკოვმა პირობა დადო, რომ მთავრობის ფორმირების პროცესში ღია იქნება დიალოგისა და კომპრომისებისთვის, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ მისი პარტია არ დაიხევს უკან სასამართლო სისტემის გადახედვისა და კორუფციის შეზღუდვის გეგმებთან დაკავშირებით.

კირილ პეტკოვის განცხადებით, მთავარი პროკურორის შეცვლა და ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება კოალიციური მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება.

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წელს აპრილში და ივლისშიც ჩატარდა, თუმცა პარტიებმა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა დღემდე ვერ შეძლეს.

დატოვე კომენტარი