მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტმა მომავალ კვირაში შესაძლოა, ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი
მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტმა მომავალ კვირაში შესაძლოა, ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი

ტელეკომპანია „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, მომავალ კვირაში გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი.

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, პრემიერს „კონსერვატიული პარტიის“ 41 წევრი უცხადებს უნდობლობას, მათგან 28 პრემიერის დაუყონებლივ გადადგომას ითხოვს. მიზეზი წვეულებასთან დაკავშირებული სკანდალია, რომელსაც ბრიტანული მედია ფართიგეითს უწოდებს. საუბარია პრემიერის მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევაზე.

გასულ კვირაში ამ სკანდალთან დაკავშირებით ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ, სუ გრეიმ ანგარიში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც, ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.