მედიის ინფორმაციით, ბელარუსს და რუსეთს ერთიანი პარლამენტი და მთავრობა ეყოლება
მედიის ინფორმაციით, ბელარუსს და რუსეთს ერთიანი პარლამენტი და მთავრობა ეყოლება

ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ბელარუსი და რუსეთი ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის პროექტზე მუშაობენ. ამის შესახებ მედიასთან განცხადება რუსეთში ბელარუსის ელჩმა ვლადიმირ სემაშკომ გააკეთა.

„მიზნები გრანდიოზულია და ეს არ უნდა შეიცვალოს. დაგეგმილია გადასვლა ერთიან საგადასახადო კანონმდებლობაზე, ნავთობის ერთიანი ბაზრის შექმნაზე, ერთიანი პარლემენტისა და მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რომელთაც ექნებათ განსაზღვრული უფლებამოსილება. ეს ამოცანა ახლა უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა სემაშკომ.

როგორც სემაშკომ აღნიშნა, ერთობლივი პროექტების რეალიზაცია 2021 წლამდე არის დაგეგმილი.

მანამდე ბალარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან არ მოწერს ხელს არც ერთ შეთანხმებას, რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.