მედიის ინფორმაციით, ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციების დაწყებამდე სპეცტექნიკა შეიყვანეს
მედიის ინფორმაციით, ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციების დაწყებამდე სპეცტექნიკა შეიყვანეს

ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციების დაწყებამდე სპეცტექნიკა და სამხედრო ავტომანქანები შეიყვანეს. მინსკის სხვადასხვა უბანში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების და წყლის ჭავლის მანქანების კონცენტრაცია შეინიშნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დამოუკიდებლობის მოედანი, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეთა და მისი ოპონენტების მასობრივი აქციების ჩატარების ერთ-ერთი ტრადიციული ადგილია, დღეს შემოღობილია ლითონის ღობეებით.

პერიმეტრის გასწვრივ პოლიციელები მორიგეობენ. მოედანზე არიან სამართალდამცავები საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე. საპროტესტო აქციის გამო მინსკში დროებით დაიხურა მეტროს რამდენიმე სადგური.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასობრივი ღონისძიებების კანონმდებლობის დარღვევისთვის, 17 ოქტომბერს ბელარუსში 58 ადამიანი დააკავეს.