მედიის ინფორმაციით, ბელარუსი აშშ-ს საპასუხო სანქციებს დაუწესებს
მედიის ინფორმაციით, ბელარუსი აშშ-ს საპასუხო სანქციებს დაუწესებს

ბელარუსი ამერიკის შეერთებულ შტატებს საპასუხო სანქციებს დაუწესებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

„სანქციების ინსტრუმენტი უსარგებლო და კონტრპროდუქტიულია. ამასთან, ბელარუსს საპასუხო ზომები უკვე მომზადებული აქვს და ის მალე ამოქმედდება. სამწუხაროა, რომ შეერთებული შტატები უარს ამბობს თანამშრომლობაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად, ტერორიზმი და კონფრონტაციას ირჩევს. მაგრამ ეს მათი არჩევანია“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, აშშ-მ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა. გაფართოებული სანქციები ბელარუსის პოლიციასა და უშიშროების ორგანოებზე გავრცელდება. ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას არ აღიარებენ.

 

დატოვე კომენტარი