მედიის ინფორმაციით, ბაღდადში ერაყის დაზვერვის მაღალჩინოსანი ოფიცერი მოკლეს

14:25, 07.06.2021

შეიარაღებულმა პირებმა ერაყის დაზვერვის უფროსი ოფიცერი მოკლეს. შემთხვევა დედაქალაქ ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

გამოცემა „ალ არაბიასინფორმაციით, ჯერ დაუდგენელმა პირებმა ბაღდადის აღმოსავლეთ რაიონ ალ-ბადათიას დაზვერვის სამმართველოს პოლკოვნიკს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად ოფიცერი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით ერაყის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მსგავსი