მედიის ინფორმაციით, ავსტრიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო პირბადის ტარების შესახებ რეგულაციები გამკაცრდება
მედიის ინფორმაციით, ავსტრიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო პირბადის ტარების შესახებ რეგულაციები გამკაცრდება

ავსტრიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, პირბადეების ტარების შესახებ რეგულაციები გამკაცრდება. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა.

პირბადეების ტარება აუცილებელი იქნება მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე სკოლებში საკლასო ოთახების გარეთ.

ახალი შეზღუდვები დაწესდება დიდ შეკრებებზეც. კერძოდ, დახურულ სივცრცეებში 50 კაცის, ხოლო ღია სივრცეებში 100 ადამიანის ყოფნა იქნება დასაშვები. ასევე, დახურულ სივრცეებში პროფესიონალურად ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრებას 1500-მდე პირი, ღია სივრცეებში კი 3000-მდე ადამიანი შეძლებს.

„ვინაიდან ზაფხულმა კარგად ჩაიარა, ხალხს არ სჯერა, რომ შემთხვევების როდენობა ისევ იზრდება. მოვუწოდებ ყველას, სერიოზულად მივუდგეთ ამ ვითარებას“, – განაცხადა კურცმა.

„როიტერი“ წერს, რომ ავსტრიაში ახალი შემთხვევების რიცხვი ივნისის ბოლოდან იზრდება, ხოლო ათ სექტემბერს დღიურმა მაჩვენებელმა 644-ს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დატოვე კომენტარი